ფეხბურთი

12:00 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა ივნისის თვეში ირლანდიისა და იტალიის ნაკრებებთან სათამაშოდ გუნდში 25 ფეხბურთელს უხმო.

„სელესტეს“ რიგებში ვერ ვხედავთ ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას - დიეგო გოდინს, რომელსაც ტრავმა აწუხებს. ისე კი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: ფერნანდო მუსლერა („გალათასარაი“, თურქეთი), მარტინ სილვა („ვასკო და გამა“, ბრაზილია), ესტებან კონდე („ნასიონალი“), გასტონ გურუსეაგა („პენიაროლი“);

მცველები: ხოსე მარია ხიმენესი („ატლეტიკო“, ესპანეთი), სებასტიან კოატესი („სპორტინგი“, პორტუგალია), გასტონ სილვა („გრანადა“, ესპანეთი), მაქსი პერეირა („პორტუ“, პორტუგალია), მარტინ კასერესი („საუთჰემპტონი“, ინგლისი), ალეხანდრო სილვა („ლანუსი“, არგენტინა), ფედერიკო რიკა („მალაგა“, ესპანეთი);

ნახევარმცველები: მატიას ვესინო („ფიორენტინა“, იტალია), ეხიდიო არევალო რიოსი („ვერაკრუსი“, მექსიკა), მატიას კორუხო („სან ლორენსო“, არგენტინა), ნაიტან ნანდესი („პენიაროლი“), დიეგო ლაქსალტი („ჯენოა“, იტალია), კარლოს სანჩესი („მონტერეი“, მექსიკა), ალვარო გონსალესი („ნასიონალი“), კრისტიან როდრიგესი („პენიაროლი“), ხიორხიან დე არასკაეტა („კრუზეირო“, ბრაზილია);

თავდამსხმელები: ხონატან ურეტავისკაია („პაჩუკა“, მექსიკა), ედინსონ კავანი (პსჟ, საფრანგეთი), ლუის სუარესი („ბარსელონა“, ესპანეთი), დიეგო როლანი („ბორდო“, საფრანგეთი), კრისტიან სტუანი („მიდლსბრო“, ინგლისი).

ურუგვაის ნაკრები 4 და 7 ივნისს ამხანაგურ მატჩებს შესაბამისად ირლანდიისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს. პირველი შეხვედრა დუბლინში, ხოლო მეორე ნიცაში გაიმართება.

0.118796