დიდი დავიდარაბის შემდეგ მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი არგენტინის ნაკრებში გამოიძახეს. როგორც არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ვებსაიტი იტყობინება, ივნისში გასამართი ორი ამხანაგური მატჩისთვის „ალბისელესტეს“ რიგებში „ნერაძურის“ კაპიტანიც იქნება.
სამაგიეროდ, ნაკრებს მიღმა დარჩა „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი სერხიო აგუერო. სხვა მხრივ კი, შემადგენლობაში სიურპრიზები არაა.
მეკარეები: სერხიო რომერო („მანჩესტერი“, ინგლისი), ნაუელ გუსმანი („ტიგრესი“, მექსიკა), ხერონიმო რული („სოსიედადი“, ესპანეთი);
მცველები: ნიკოლას ოტამენდი („სიტი“, ინგლისი), ხავიერ მასკერანო („ბარსელონა“, ესპანეთი), ემანუელ მამანა („ლიონი“, საფრანგეთი), გაბრიელ მერკადო („სევილია“, ესპანეთი);
ნახევარმცველები: ედუარდო სალვიო („ბენფიკა“, პორტუგალია), ლუკას ბილია („ლაციო“, იტალია), გვიდო როდრიგესი („ტიხუანა“, მექსიკა), ლეონარდო პარედესი („რომა“, იტალია), ევერ ბანეგა („ინტერი“, იტალია), მანუელ ლანსინი („ვესტ ჰემი“, ინგლისი), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), ალეხანდრო გომესი („ატალანტა“, იტალია);
თავდამსხმელები: ხოაკინ კორეა („სევილია“, ესპანეთი), პაულო დიბალა („იუვენტუსი“, იტალია), მაურო იკარდი („ინტერი“, იტალია), გონსალო იგუაინი („იუვენტუსი“, იტალია), ლიონელ მესი („ბარსელონა“ ესპანეთი).
არგეტინის ნაკრები 9 ივნისს მელბურნში ამხანაგურად ბრაზილიას გაეჯიბრება, ხოლო ოთხი დღის შემდეგ სინგაპურში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.