გაიმართა ეროვნული ლიგა 2-ის მე-13 ტურის ოთხი მატჩი. გამოსარჩევია "რუსთავის" გამარჯვება "გაგრასთან". ვარლამ კილასონიას გაწვრთნილებმა 1:0 მოიგეს, გოლი კი მეორე ტაიმში ირაკლი გოგინაშვილმა გაიტანა. ეს რუსთაველთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა და გუნდი მეორე ადგილზე გადავიდა.
საჭირო სამი ქულა მოიპოვა "სამგურალმა". წყალტუბოელებმა 2:0 სძლიეს "მეშახტეს" და დიდი ალბათობით, ეროვნული ლიგა 1-ის საგზურისთვის იბრძოლებენ.
"ვიტ ჯორჯიამ" "ცხინვალს" აჯობა (1:0) და ჯერ მეექვსე ადგილზეა, მაგრამ მესამეადგილოსანს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.
ლანჩხუთის "გურიამ" კი 3:3 ითამაშა "ზუგდიდთან", რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა და დღეს მეორე აიღო.
გურია (ლანჩხუთი) - ზუგდიდი 3:3
გოლები: 1:0 ბახია (3), 1:1 ბულია (14), 2:1 ტყემალაძე (29), 2:2 ბულია (32), 2:3 ლაშხია (37), 3:3 მეგრელიშვილი (79)
სამგურალი (წყალტუბო) - მეშახტე (ტყიბული) 2:0
გოლები: 1:0 ხარაბაძე (67), 2:0 ლაღაძე (79)
რუსთავი - გაგრა 1:0
გოლი: 1:0 გოგინაშვილი (64)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) - ცხინვალი 1:0
გოლი: 1:0 ღირდალაძე (9)
20 მაისს 17:00 საათზე ბოლნისში დაიწყება ტურის ცენტრალური მატჩი: "სიონი"-"მერანი".
| 1. | მერანი | 12 | 9 | 2 | 1 | 25 | 6 | +19 | 29 | სიო |
| 2. | რუსთავი | 13 | 8 | 2 | 3 | 25 | 12 | +13 | 26 | ცხი |
| 3. | სიონი | 12 | 8 | 0 | 4 | 21 | 15 | +6 | 24 | მერ |
| 4. | გაგრა | 13 | 7 | 3 | 3 | 13 | 5 | +8 | 24 | გურ |
| 5. | სამგურალი | 13 | 7 | 1 | 5 | 18 | 17 | +1 | 22 | ზუგ |
| 6. | ვიტ ჯორჯია | 13 | 6 | 3 | 4 | 18 | 13 | +5 | 21 | მერ |
| 7. | ცხინვალი | 13 | 4 | 1 | 8 | 20 | 27 | -7 | 13 | რუს |
| 8. | გურია | 13 | 3 | 2 | 8 | 15 | 24 | -9 | 11 | გაგ |
| 9. | მეშახტე | 13 | 3 | 2 | 8 | 12 | 27 | -15 | 11 | სიო |
| 10. | ზუგდიდი | 13 | 0 | 2 | 11 | 14 | 35 | -21 | 2 | სამ |



მერანი
სიო
რუსთავი
ცხი
გაგრა
გურ
სამგურალი
ზუგ
ვიტ ჯორჯია
მეშახტე

