ფეხბურთი

22:42 | 19.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში ქალი იმსაჯებს

გერმანიის ბუნდესლიგის დამდეგ სეზონში ისტორიულ მოვლენას ექნება ადგილი. საქმე ისაა, რომ პირველად ალემანთა მთავარი ლიგის ისტორიაში მატჩებს ქალი იმსაჯებს - ბიბიანა შტაინჰაუსი. შესაძლოა, ახლა ეს სახელი და გვარი ბევრს არაფერს გვეუბნება, მაგრამ ფაქტია, რომ 2017-2018 წლების სეზონიდან იგი ბუნდესლიგის შეხვედრებს განსჯის.

„ჩემი ოცნება ყოველთვის ბუნდესლიგაში მსაჯობა იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მალე ეს ოცნება რეალობად იქცევა“, - აღნიშნა 38 წლის ქალბატონმა.

სამსაჯო განათლების მიღებამდე ბიბიანა შტაინჰაუსი პოლიციის ოფიცერი გახლდათ. აქამდე მას გერმანიის II ბუნდესლიგაში უმუშავია მთავარი მსაჯის რანგში, ხოლო ბუნდესლიგაში რამდენჯერმე მეოთხე არბიტრი იყო.

0.115195