გამოქვეყნდა ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა. ხულენ ლოპეტეგიმ გუნდში 25 ფეხბურთელს უხმო. ზაფხულის პირველ თვეში “ფურია როხა” ორ მატჩს გამართავს: 7 ივნისს ამხანაგურს კოლუმბიის წინააღმდეგ, ხოლო 11 ივნისს მაკედონიას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში დაუპირისპირდება.
შემადგენლობა კი შემდეგნაირია:
მეკარეები: პეპე რეინა (ნაპოლი), დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), კეპა არისაბალაგა (ბილბაო);
მცველები: სერხიო რამოსი, დანიელ კარვახალი, ნაჩო (ყველა - რეალი), ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, სერჯი რობერტო (ყველა - ბარსელონა), ნაჩო მონრეალი (არსენალი), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი);
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი (ორივე - ბარსელონა), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), კოკე (ატლეტიკო), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), ისკო, მარკო ასენსიო (ორივე - რეალი), ასიერ ილიარამენდი (სოსიედადი);
თავდამსხმელები: პედრო, დიეგო კოსტა (ორივე - ჩელსი), ალვარო მორატა (რეალი), ვიტოლო (სევილია), იაგო ასპასი (სელტა), ჟერარ დეულოფეუ (მილანი).