“ბაიერნის” ნახევარმცველი ჩაბი ალონსო მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში კარიერას დაასრულებს. ამასთან დაკავშირებით ესპანელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“მინდა, ყველას ვახსოვდე ისეთ ფეხბურთელად, რომელისთვისაც ყოველი თამაში მნიშვნელოვანი იყო. არ ვაპირებ საკუთარი თავის შეფასებას”, - თქვა ჩაბიმ.
35 წლის ესპანელმა კარიერა “რეალ სოსიედადში” დაიწყო, შემდეგ ითამაშა “ეიბარში”, “ლივერპულსა” და მადრიდის “რეალში”. “ბაიერნში” 2014-2015 წლების სეზონში გადავიდა და 132 მატჩში 9 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, მის ღირსებას ბასკი საყრდენი ნახევარმცველი 2003-2014 წლებში იცავდა.