ფეხბურთი

15:30 | 19.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა კონფედერაციათა თასის გაუქმებას განიხილავს

რუსეთში ამ ზაფხულს გასამართი კონფედერაციათა თასის გათამაშება, შესაძლოა, ისტორიაში ბოლო აღმოჩნდეს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ამ ტურნირის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს და დიდი ალბათობით, თუ საერთოდ არ გააუქმებს, სახეს მნიშვნელოვნად შეუცვლის.

კონფედერაციათა თასის გათამაშების ისტორია სათავეს 1995 წლიდან იღებს და მასში კონტინენტების ჩემპიონები მონაწილეობენ. თავიდან ტურნირი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა, 2005 წლიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციად იქცა და მუნდიალის მასპინძელ ქვეყნებში ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე ტარდება. ცხადია, წამყვანი კლუბები ამ ტურნირს არც აქამდე ხვდებოდნენ დიდი სიხარულით, რადგან ფეხბურთელებისთვის დამატებითი დატვირთვაა, თუმცა ახლა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს 2022 წელს ყატარში დანიშნული მუნდიალი, რომელიც კლიმატური პირობების გამო, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უჩვეულო დროს, ზაფხულის ნაცვლად ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. შესაბამისად, ამ პერიოდში მოუწევს ყატარს 2021 წელს კონფედერაციათა თასის მასპინძლობაც და ამას რა რეაქცია მოჰყვება ევროპული კლუბების მხრიდან, ძნელი გამოსაცნობი არაა.

სიტუაციის გათვალისწინებით, ფიფა თადარიგს აქედანვე იჭერს და ტურირის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით უახლოეს კონგრესზე, მოსკოვში მიიღებს. ერთი ვერსიით, თუკი კონფედერაციათა თასს არ გააუქმებენ, მასში მონაწილეობას არა ეროვნული ნაკრებები, არამედ 21-წლამდელთა გუნდები მიიღებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118163