რომის მასტერსის 1/8-ფინალში რაფაელ ნადალმა ჯეკ სოკი 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი რაფამ მარტივად, ერთი ბრეიკით მოიგო, მეორე პარტიაში კი, 4:4-ზე ესპანელმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.
მეოთხედფინალში რაფა ავსტრიელ დომინიკ ტიმს შეხვდება. მატჩი 19 მაისს თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება. პირად შეხვედრებში რაფა დომინიკს 4:1 ამარცხებს.