რაგბის ერთგულ მაყურებელს Setanta Sports Georgia საფრანგეთის Top 14-ის ფინალური ეტაპის დაპირისპირებებს სთვაზობს.
19 მაისს, 22:55 საათზე „ტულონი“ „კასტრის“ დაუპირისპირდება. როგორც იცით, „ტულონის“ რიგებში შალვა მამუკაშვილი, ლევან ჩილაჩავა და მამუკა გორგოძე ირიცხებიან. აღნიშნული თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს, „Setanta Georgia +“-ზე ნიაზ მამრიკიშვილი გაუძღვება.
მეორე 1/4 ფინალური მატჩში ერთმანეთს „მონპელიე“ და „რასინგი“ შეხვდებიან. ცნობისათვის, „მონპელიეს“ რიგებში ოთხი ქართველი ლეგიონერი ირიცხება: გაგი ბაზაძე, დავით კუბრიაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე. ზემოთხსენებული ორთაბრძოლის რეპორტაჟი „SetantaGeorgia”-ზე გავა, რომელსაც გიორგი ჭუმბურიძე წაიყვანს.
სად შეიძლება Setanta Georgia-ს ყურება?
Setanta Georgia-ს არხების ყურება შეგიძლიათ მაგთის IP ტელევიზიაზე (312 და 313 არხები, ყოფილი კავკასუსი), მაგთისატზე (310 და 311 არხი), გლობალ TV-ზე, CGC-ზე და მე-7 არხის საკაბელო ტელევიზიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Setanta Georgia-ს ფეისბუქის გვერდს.
®