კალათბურთი

14:21 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტი” ნბა-ს ისტორიაში მეოთხეა

“გოლდენ სტეიტ უორიორსი” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში გახდა მეოთხე გუნდი, ვინც პლეი-ოფში ზედიზედ 10 მატჩი მოიგო. წლევანდელ სეზონში “გოლდენ სტეიტმა” 4:0 “პორტლენდი” დაამარცხა, 4:0 “იუტას” აჯობა და 2:0-ს “სან ანტონიოს” უგებს.

“ლეიკერსმა” 1989 და 2001 წლებში პლეი-ოფში ზედიზედ 11 შეხვედრა მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. “კლივლენდს” 2016 წელს ზედიზედ 10 მატჩი აქვს მოგებული. “სან ანტონიომ” 2012 წელს პლეი-ოფის სერიის პირველი 10 მატჩი მოიგო.

0.121143