მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გერმანელი ანგელიკა კერბერი რომის მასტერსის 1/16-ფინალში მოულოდნელად მსოფლიოს 68-ე ნომერთან ანეტ კონტავეიტთან 4:6, 0:6 დამარცხდა. შეხვედრა 57 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში კერბერი ბრეიკით 4:3-ს იგებდა, თუმცა ესტონელმა ზედიზედ სამი და მეორე სეტში ექვსი გეიმი მოიგო. კერბერს ბოლო წლებია ასეთი მძიმე მარცხი არ განუცდია, კონტავეიტმა კი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი კარიერაში პირველად დაამარცხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია