კალათბურთი

11:47 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“კლივლენდმა” “კელტები” დაამარცხა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა, “ბოსტონი” შინ “კლივლენდთან” 104:117 დამარცხდა (VIDEO).

“კლივლენდი” მატჩის სტარტზევე დაწინაურდა და “ბოსტონმა” მთელი შეხვედრის განმავლობაში ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა. მატჩში ყველაზე მეტი 38 ქულა ლებრონ ჯეიმსმა ჩააგდო, “მეფეს” ასევე 9 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა ჰქონდა. კევინ ლავი ორმაგი დუბლით, 32 ქულით და 12 მოხსნით გამოირჩა. “ბოსტონში” 21-21 ქულა ბრედლის და კრაუდერს ჰქონდათ. აიზეა ტომასმა ორმაგი დუბლი გააკეთა - 17 ქულა, 10 პასი.

“კლივლენდი” სერიაში 1:0 დაწინაურდა, მომდევო შეხვედრა ბოსტონში 20 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.

0.078549