კალათბურთი

10:56 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

“გოლდენ სტეიტის” ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ტრავმირებულ მარჯვენა ფეხის ქუსლზე გამოკვლევა ჩაიტარა, რამაც სერიოზული დაზიანება არ აჩვენა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. მიუხედავად ამისა, მესამე შეხვედრაში ზაზას თამაში ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულია “სან ანტონიოსთან” მეორე შეხვედრაში დაშავდა, რის გამოც პარკეტის დატოვება მოუწია. ტრავმის მიღებამდე ზაზამ 6 წუთში გუნდს 4 ქულა და 2 პასი შესძინა.

მესამე შეხვედრა 21 მაისს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

0.115187