ფეხბურთი

1:52 | 18.05.2017 | ნანახია 3583 - ჯერ

"იუვენტუსმა" რომაული ვოიაჟი ტრიუმფით დაასრულა (+VIDEO)

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონის პირველი დავალება წარმატებით გადაჭრა და იტალიის თასი მოიგო - „ბებერმა სინიორამ“ ამის გაკეთება ისტორიაში მეთორმეტედ და ზედიზედ მესამედ მოახერხა. საგულისხმოა, რომ კოპა იტალია 12-ჯერ არავის აქვს მოგებული და არც რომელიმე გუნდს უმარჯვია ამ ტურნირზე სამი წელი მიყოლებით.

მოკლედ, მასიმილიანო ალეგრის გუნდს სამშობლოში ბადალი რომ არ ჰყავს, კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. სამიოდ დღის წინ, რომში, „რომასთან“ მარცხისა და უფერული თამაშის შემდეგ „იუვენტუსის“ მიმართ კრიტიკა გაღვივდა და უმალვე დაიწყეს შედარებები: 2000 წლის პერუჯას ცნობილ მატჩთან, 2002 წლის ლევერკუზენის „ბაიერთან“, მაგრამ ფაქტია, რომ ტურინელთა ბანაკში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„იუვენტუსმა“ რომის „ლაციოს“ ისე მოუგო, შანსი თითქმის არ მიუცია. მართალია, მეორე ნახევარში სიმონე ინძაგის გუნდს რამდენჯერმე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან, რაც პირველ ტაიმში ვნახეთ - სტუმრებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და მალევე გადაწყვიტეს მატჩის ბედი. ისევ დიდებულად გაისარჯა დანი ალვეში, რომელიც კვლავაც საუკეთესო იყო თანაგუნდელებს შორის. დანიმ მე-12 წუთზე ალექს სანდროს დიდებული გადაცემა შეირგო და ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. მერე იყო პაულო დიბალას ორი სახიფათო მომენტი და გონსალო იგუაინის დარტყმა, მაგრამ „ლაციალეს“ ალბანელი კიპერი სტრაკოშა შეუვალი იყო. სამაგიეროდ, ვერაფერი მოუხერხა, 25-ე წთუზე ლეონარდო ბონუჩის დარტყმას - 2:0. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს საბოლოო ანგარიში იყო. მეორე ტაიმი კი, როგორც ზემოთ ვახსენეთ „არწივების“ უპირატესობით წარიმართა და ყველაზე ახლოს გოლთან ჩირო იმმობილე და ფელიპე ანდერსონი იყვნენ, მაგრამ ორჯერვე ნეტომ დიდებულად ითამაშა და საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

მერე კი, იყო ტურინელთა ზეიმი მარადიულ ქალაქში და თასის აღმართვა. „იუვენტუსს“ მიმდინარე სეზონში კიდევ ორი ამოცანა აქვს შესასრულებელი: სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა.

„იუვენტუსი“ – „ლაციო“ 2:0 (2:0) VIDEO

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

მაყურებელი: 70 000

„იუვენტუსი“ (3-4-2-1): ნეტო; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; დანი ალვეში, რინკონი, მარკიზიო, ალექს სანდრო; დიბალა (ლემინა 78), მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; ბასტოსი (ფელიპე ანდერსონი 53), დე ვრეი (ლუის ალბერტო 69), უოლასი; ბასტა, პაროლო (რადუ 21), ბილია, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი; ინნობილე, კეიტა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 დანი ალვეში (12), 2:0 ბონუჩი (25)

გაფრთხილება: დანი ალვეში (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (9) – 13 (7) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:23 | 18.05.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

გილოცავთ იუვეს სასტავს )))) წარმატებები)
ლიგის მოლოცვა არ დაგავწყდეთ ჩვენთვის ))))))))

12:48 | 18.05.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

DDDDDDDDDDD
ისე რეალმა რომ მოიგოს, თან მსაჯის მაგარი შეცდომით, აქ შემოსვლას არაფერი აჯობებს DDDDDDDDDD

15:34 | 18.05.2017
levang (194)

მერამდენედ უნდა მოიგოს მსაჯის "მაგარი" შეცდომის წყალობით?
98 წლის ფინალში იუვე გაქურდეს, უკანასკნელ პერიოდში ატლეტიკო და ეს მხოლოდ იმ ფინალებს შორის რომელიც პირადად მაქვს ნანახი 98-იდან დაწყებული. კაცმა არ იცის 50/60-იანებში რამდენი მასეთი შეცდომა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მართლაც ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავდათ...

12:19 | 18.05.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

ლაციო ზოგადად კარგად უტევს და ეს შედეგიანობაზეც ეტყობა. თუმცა გუშინ მაინც ბუბლიკით დაასრულეს მატჩი. ძალიან დამაჯერებელი და მშვიდია იუვე, ძალიან...
მეც ბევრის მსგავსად ვფიქრობ რომ ფავორიტია ლიგის ფინალში... ოღონდ ცოტათი DDD

11:18 | 18.05.2017
drogba-11 (13246)

ეს-ლაციო-არაფერში-არუქნია-ღმერთს-ტიტული-არაქვს-მოგებული-ამდენი-წლებია

13:14 | 18.05.2017
laciosErtguli (3640)

ისე როგორც ვიცი შენ ინტერის ბალეშიკი ხარ და რომელიმე გუნდზე ღმერთს არ უქნია ამის თქმა უხერხული ხო არაა?!

13:13 | 18.05.2017
laciosErtguli (3640)

რამდენი "წლებია"? იტალიის თასი მოიგო 3 წლის უკან, რომასთან ფინალში. იმის მერე ორჯერ წააგო ფინალი იუვენტუსთან გუშინდელის ჩათვლით.

10:13 | 18.05.2017
ბუffონიშე (807)

ეხლა კროტონე დავდოთ ბეჭებზე და სკუდეტო ვიზეიმოთ და მერე მშვიდად მოვემზადოთ სეზონის კულმინაციისთვის.
ფორცა იუვე!!!

07:41 | 18.05.2017
temo11 (1791)

ეს პირველი, ამ უქმშებზე ჩემპიონობაც მოვა და ლიგას 3 ში დადებენ. მანჯუკიჩმაც ითამაშა,ანუ ფინალამდე 100% მზად იქნება,დიდი ძალაა მანჯუ

0.395888