ჭადრაკი

23:44 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრები მელიამ შეავსო

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების მეხუთე წევრი, საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია გახდა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ჯოჯუამ განუცხადა.

,,მელიასთან ერთად ნაკრების წევრობის კანდიტატები საერთაშორისო დიდოსტატები, ნინო ხურციძე და მერი არაბიძე იყვნენ. საბოლოოდ არჩევანი მელიაზე შევაჩერეთ’’- გვითხრა ჯოჯუამ.

შეგახსენებთ, რომ მელიას გარდა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებში, ერთეულთა შორის ევროპის 2017 წლის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი ითამაშებენ.

0.11358