გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა კონფედერაციათა 2017 წლის თასზე ცნობილია – იოაჰიმ ლიოვმა ბუნდესნაკრებში 23 ფეხბურთელს უხმო, თუმცა აღსანიშნავია, რომ შემადგენლობა საკმაოდ გადახალისებულია.
მაგალითად, გერმანია რუსეთში მესუტ იოზილის, ტომას მიულერის, ტონი კროოსის, მარკო როისის, ჟერომ ბოატენგისა და მატს ჰუმელსის გარეშე ითამაშებს. განაცხადს მიღმა დარჩა მანუელ ნოიერიც, რომელიც ისედაც ტრავმირებულია.
სხვა მხრივ კი, გერმანიის ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია:
მეკარეები: ბერნდ ლენო (“ლევერკუზენი”), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”, ესპანეთი), კევინ ტრაპი (პსჟ, საფრანგეთი)
მცველები: მატიას გინტერი (“დორტმუნდი”), იონას ჰექტორი (“კიოლნი”), ბენჟამენ ჰენრიხსი (“ლევერკუზენი”), ჯოშუა კიმიხი (“ბაიერნი”), შკოდრა მუსტაფი (“არსენალი”, ინგლისი), მარვინ პლატენჰარდტი (“ჰერტა”), ანტონიო რუდიგერი (“რომა”, იტალია), ნიკლას სულე (“ჰოფენჰაიმი”)
ნახევარმცველები: იულიან ბრანდტი (“ლევერკუზენი”), ემრე ჯანი (“ლივერპული”, ინგლისი), კერემ დემირბაი (“ჰოფენჰაიმი”), დიეგო დემე (“ლაიპციგი”), იულიან დრაქსლერი (პსჟ), ლეონ გორეცკა (“შალკე”), სებასტიან რუდი (“ჰოფენჰაიმი”)
თავდამსხმელები: ლეროი სანე (“სიტი”, ინგლისი), ლარს სტინდლი (“გლადბახი”), სანდრო ვაგნერი (“ჰოფენჰაიმი”), ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”), ამინ იუნესი (“აიაქსი”, ჰოლანდია)
გერმანია კონფედერაციათა თასზე B ჯგუფში ჩილეს, კამერუნისა და ავსტრალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.