ფეხბურთი

17:37 | 17.05.2017 | ნანახია 2049 - ჯერ

მაიკლ კერიკი “მანჩესტერთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” 35 წლის ინგლისელ ნახევარმცველს მაიკლ კერიკს კონტრაქტს ერთი წლით გაუხანგრძლივებს. აღნიშნული ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა.

კერიკი “წითელი ეშმაკების” შემადგენლობაში 2006 წელს გადავიდა “ტოტენჰემიდან” და ლონდონელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 18,6 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს.

35 წლის მოთამაშემ “მანჩესტერის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 457 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:48 | 17.05.2017
ეშლი იანგი (6461)

ბებერო ლომოო. დაგვჭირდები ძაან

0.122967