ფეხბურთი

0:19 | 18.05.2017 | ნანახია 0 - ჯერ

"ლესტერის" მფლობელი ბელგიის კლუბს იყიდის

"ლესტერის" მფლობელი ვიშაი შრივადანაპრაბჰა ბელგიის რანგით მეორე დივიზიონის, პროქსიმუს ლიგის ბინადარ "ლიუვენს" იყიდის. მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე გაიმართა და მალე გარიგება ოფიციალურად დამოწმდება.

"ლიუვენი" 2016/17 წლების სეზონში მეორე ლიგიდან გავარდნას გადაურჩა და კლუბის საბჭოს დრო მისცეს, რათა ინვესტორი მოეძიათ. კლუბის დირექტორების თქმით, აღნიშნული გარიგება კლუბს წარმატებას მოუტანს, როგორც ფინანსურად, ასევე სპორტული თვალსაზრისითაც.

ტაილანდელმა ბიზნესმენმა, რომლის ქონებაც 3.6 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, "ლესტერი" 2010 წელს შეიძინა, გასულ სეზონში კი "მელიებმა" სენსაცია მოახდინეს და პრემიერლიგის გამარჯვებულები გახდნენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:40 | 18.03.2015
interista-EL Chino (8)

ზოოფილ!! მო გვახტი რა!! კოვაჩიჩი იკარდი ინტერის მომავალია!! ბევრმა შეიძლება არ იცოდეს ამ ბიჭების თამაში მაგრამ მალევე დაამტკეცენ რომ დიდი ფეხბურთელები იქნებიან )) ფორცა ინტერ!

20:38 | 18.03.2015
vendetta22 (4308)

იოზილს დაგითმობთ სანაცვლოდ

0.065881