ფეხბურთი

22:31 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოსორიომ კონფედერაციათა თასისთვის მექსიკის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხუან კარლოს ოსორიომ 32-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

მექსიკას 27 მაისს და 1 ივნისს ხორვატიასთან და ირლანდიასთან ამხანაგური მატჩები ელის. ამის შემდეგ ოსორიოს გუნდი 8 და 11 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებს ჰონდურასთან და აშშ-სთან ჩაატარებს. ამ მატჩებიდან გამომდინარე საუკეთესო ფეხბურთელები რუსეთში გაემგზავრებიან კონფედერაციათა თასზე, სადაც მათი მეტოქეები რუსეთის, ახალი ზელანდიის და პორტუგალიის ეროვნული გუნდები იქნებიან.

მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ოსორიოს რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ხესუს კორონა ("კრუს ასული"), გილერმო ოჩოა ("გრანადა"), ალფრედო ტალავერო ("ტოლუკა").

მცველები: ოსვალდო ალანისი ("გვადალახარა"), ჰექტორ არაუხო ("ლაგუნა"), რაულ ლოპესი ("პოჩუკა"), რაფაელ მარკესი ("ატლასი"), ექტორ მორენო (პსვ), დიეგო რეიესი ("ესპანიოლი"), ლუის რეიესი ("ატლასი"), კარლოს სალსედო ("ფიორენტინა").

ნახევარმცველები: ჟონათან დოს სანტოსი ("ვილიარეალი"), ხესუს დუენიასი ("ტიგრესი"), ანდრეს გუარდადო (პსვ), ერიკ გუტიერესი ("პაჩუკა"), ელიას ერნანდესი ("ლეონი"), ხორხე ერნანდესი ("პაჩუკა"), ექტორ ერერა ("პორტუ"), მიგელ ლაიუნი ("პორტუ"), ხესუს მოლინა ("მონტერეი"), ორბელინ პინედა ("გვადალახარა").

თავდამსხმელები: ხავიერ აკინო ("ტიგრესი"), ხესუს კორონა ("პორტუ"), ხურხენ დამი ("ტიგრესი"), ჯოვანი დოს სანტოსი ("ლოს-ანჯელეს გალაქსი"), მარკო ფაბიანი ("აინტრახტი"), ხესუს გალიარდო ("პუმასი"), ხავიერ ერნანდესი ("ლევერკუზენი"), რაულ ხიმენესი ("ბენფიკა"), ირვინ ლოსანა ("პაჩუკა"), ორიბე პერალტა ("ამერიკა"), კარლოს ველა ("სოსიედადი").

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114279