ჩოგბურთი

17:13 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვამ შეხვედრა ბოლომდე ვერ დაამთავრა

რუსი მარია შარაპოვა რომის მასტერსის 1/16-ფინალში ხორვატ მარიანა ლუჩიჩ-ბარონთან 4:6, 6:3, 2:1-ს იგებდა, რა დროსაც მარიამ მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

პირველ ორ სეტში ჩოგბურთელებმა თით-თითო ბრეიკი გააკეთეს, რაც სეტების მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. მესამე პარტიაშიც შარაპოვა ბრეიკით 2:1-ს იგებდა და რომ არა ტრავმა, სავარუდოდ შეხვედრას თავის სასარგებლოდ დაასრულებდა.

0.117893