ფეხბურთი

16:15 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესახებ

ხორვატიაში მიმდინარეობს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. დარჩა მხოლოდ ფინალი - 19 მაისს ესპანეთი და ინგლისი გაარკვევენ უძლიერესს.

ესპანელებმა ნახევარფინალში პენალტების სერიაში მოუგეს გერმანიას (ძირითადი დრო 0:0, პენ 4:2), ხოლო ინგლისმა თურქებს 2:1 აჯობეს. სხვათა შორის, ინგლისელებმა სწორედ ნახევარფინალში გაუშვეს პირველი გოლი, მანამდე ყველა მატჩი მშრალზე მოიგეს.

საუკეთესო ბომბარდირია ფრანგი ამინ ჟიური - 9 გოლის გატანა მოახერხა, თანაც, მხოლოდ 4 მატჩში. ჟიური "ლიონის" ფეხბურთელია.

17-წლამდელთა ჩემპიონატი შარშან აზერბაიჯანში გაიმართა და პორტუგალიამ მოიგო. რეკორდსმენი კი ესპანეთია, 8-ჯერ მოუგია ტიტული.

0.117118