ჩოგბურთი

12:23 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარეი რომის მასტერსს გამოეთიშა 

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ენდი მარეი რომის მასტერსის 1/16-ფინალში იტალიელ ფაბიო ფონინისთან 2:6, 4:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 35 წუთს გაგრძელდა. ფონინიმ ორივე სეტი მარტივად მოიგო. ფაბიომ 8-დან 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო მარეიმ 5-დან ერთი ბრეიკი გააკეთა.

შეხვედრაში სულ 122 ქულა გათამაშდა, საიდანაც ფონინიმ 68 მოიგო, ხოლო ენდიმ 54. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 3:3 გახდა.

მერვედფინალში ფონინი ტროიცკი-ზვერევის გამარჯვებულს შეხვდება.

0.134067