ჩოგბურთი

11:35 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს ბრიტანელთან გაუჭირდა

რომის მასტერსის 1/16-ფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიო რეიტინგის 55-ე ნომერი, ბრიტანელი ალიაზ ბედენე 7:6. 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 47 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ბრიტანელი ბრეიკით 1:0 დაწინაურდა, ნოვაკმა უკუბრეიკი გააკეთა, სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც სერბმა 7:2 მოიგო. მეორე სეტი ბალკანელმა შედარებით მარტივად მოიგო.

1/8-ფინალში ნოვაკი მეტოქე კარენო-ბუსტა – ბაუტისტა-აგუტის გამარჯვებული იქნება.

რომის მასტერსის საპრიზო ფონდი 4.3 მილიონ ევროს შეადგენს.

0.152768