ფეხბურთი

10:30 | 17.05.2017 | ნანახია 3241 - ჯერ

კვირკველიას წარმატებული პერიოდი: ამჯერად, ტურის სიმბოლურში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის XXVIII ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჩვენებურმა „ორენბურგთან“ (4:0) გამარჯვებაში საკმაო წვლილი შეიტანა და გარჯა ავტორიტეტულმა გამოცემა Sport-express.ru-მ დაუფასა.

„როგორც მიხალიკმა მანაც დაცვის ცენტრში იდეალურად ითამაშა“, - წერს გამოცემა, რომელმაც კვირკველიას თამაში 6.5 ქულით შეაფასა.

აქცე გეტყვით, რომ ამავე სიმბოლურში მოსკოვის „სპარტაკის“ ქართული წარმომავლობის, თუმცა რუსეთის ნაკრების წევრი, გიორგი ჯიქიაც მოხვდა.

კვირკველია „ლოკომოტივში“ გასულ ზამთარს გადავიდა და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. ტურის სიმბოლურშიც უკვე მეორედ მოხვდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:57 | 02.06.2017
Chat shit get banged (1127)

ბენფიკას საღოლ! ჯერ ობლაკი დაასუხარა 20 მილიონად, მერე ეს 40ად. მანამდე ჟულიო სეზარი ყავდათ

22:09 | 01.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

ვაა რა დედის მტ: სასტავს კრეფავ !!!!!

0.065654
3241