ფეხბურთი

23:55 | 16.05.2017 | ნანახია 1641 - ჯერ

როუზის დაბრუნება მომავალ სეზონამდე გადაიდო

ლონდონის „ტოტენჰემის“ და ინგლისის ნაკრების მარცხენა მცველი დენი როუზი, თამაშს მომავალ სეზონამდე ვერ შეძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას „დეზების“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

26 წლის ფეხბურთელმა მარცხენა მუხლის მძიმე დაზიანება იანვარს, „სანდერლენდთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. მისი დაბრუნება ჩემპიონატის უკანასკნელ ტურებში იგეგმებოდა, თუმცა ტრავმა გაურთულდა და კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. შესაბამისად, ის თამაშს მომავალ სეზონამდე ვერ შეძლებს.

როუზმა მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

თეგებიდენი როუზი


Warning: Undefined array key "Interface" in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/comments.php on line 139

Fatal error: Uncaught mysqli_sql_exception: Duplicate entry '1-241afb318a8d80bd7f8435881d2b67d5' for key 'LangID_2' in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php:510 Stack trace: #0 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php(510): mysqli_query() #1 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/comments.php(320): _Interface() #2 {main} thrown in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php on line 510
0.066586
1641