ვაჟთა შორის გრან პრის მეორე ეტაპზე, რომელსაც რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი მასპინძლობს მეხუთე ტურის პარტიები გათამაშდა.
ყაიმით დასრულდა როგორც პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი დინგ ლირენ (ჩინეთი) - შახრიარ მამედიაროვის (აზერბაიჯანი), ისე მეორე - მესამე ადგილებზე მყოფი პიოტრ სვიდლერისა (რუსეთი) და თეიმურ რაჯაბოვის (აზერბაიჯანი) შეხვედრა. აღნიშნული შედეგიდან გამომდინარე, დინგ ლირენმა და მამედიაროვმა ლიდერობა შეინარჩუნეს.
რაც შეეხება სვიდლერსა და რაჯაბოვს, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი(საფრანგეთი) და ალექსანდრ გრიშუკი(რუსეთი) წამოეწივნენ. ფრანგმა საუდის არაბეთის წარმომადგენელი ა.რ. სალეჰ სალემი დაამარცხა, ხოლო რუსმა ტურნირის მონაწილე ერთადერთ ქალბატონ ჰოუ იფანს მოუგო.
ამრიგად, პირველ-მეორე ადგილებზე მყოფ დინგ ლირენსა და მამედიაროვს 3.5-3.5 ქულა აქვთ, ხოლო 3.0-3.0 ქულით მე-3-მე-6 ადგილებს სვიდლერი, რაჯაბოვი, ვაშიე ლაგრავი და მამედიაროვი ინაწილებენ.
მე-6 ტურში ლიდერთა შორის მყოფი მოჭადრაკეებიდან დინგ ლირენი - ვაშიე ლაგრავს, რაჯაბოვი - მამედიაროვს, ხოლო გრიშუკი - სვიდლერს დაუპირისპირდება.