ფეხბურთი

21:35 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრის “იუვენტუსში” რაფინიას დამატება უნდა

“ბარსელონას” ნახევარმცველი რაფინია “არსენალისა” და “ლივერპულის ინტერესთა არეალშია, თუმცა მისი შეძენის მსურველებს ტურინის “იუვენტუსიც” შეემატა.

“ბებერი ქალბატონის” მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის უნდა, რომ 24 წლის ბრაზილიელი თავის გუნდში იხილოს, თუმცა სხვა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

რაფინიამ მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114232