კალათბურთი

20:12 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

იგუადალა სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი, "გოლდენ სტეიტის" ფორვარდი ანდრე იგუადალა სერიოზულ ტრავმა გადაურჩა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

ანდრემ "სან ანტონიოსთან" შეხვედრაში მუხლი დაიზიანა. კალათბურთელმა დეტალური გამოკვლევა ჩაიტარა, რამაც სერიოზული დაზიანება გამორიცხა, მაგრამ მეორე შეხვედრაში იგუადალას თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე შეხვედრა "გოლდენ სტეიტსა" და "სან ანტონიოს" შორის 17 მაისს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113705