ლევან ყენიას მსგავსად, შესაძლოა, დავით თარგამაძეც დაუბრუნდეს საქართველოს ჩემპიონატს. ამის შესახებ ხმები გავრცელდა. კერძოდ, "სამტრედიაში" შესაძლო გადასვლაზე.
ამის შესახებ საქართველოს ჩემპიონი გუნდის მწვრთნელ გია ცეცაძეს ვკითხეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ფეხბურთელი საოპერაციოა - ფეხი აწუხებს. ამ ეტაპზე თარგამაძე "სამტრედიაში" არ მისულა, თუმცა გამორიცხული არაფერია.
თარგამაძე ბოლოს უკრაინულ "ოლექსანდრიაში" იყო, თუმცა ერთი წელია, რაც არ უთამაშია.