“სან ანტონიო სპურსის” ლიდერი კავაი ლეონარდი “გოლდენ სტეიტთან” მეორე შეხვედრას გამოტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ კავაიმ ტრავმა სათამაშო ეპიზოდში ზაზა ფაჩულიასთან შეჯახებისას მიიღო. ლეონარს მარცხენა ფეხის კოჭი აქვს დაზიანებული.
სერიის მეორე შეხვედრა 17 მაისს ოკლენდში თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.