ლონდონის „ჩელსიმ“ პრემიერლიგაში პირადი რეკორდი გაიმეორა. „არისტოკრატებმა“ ერთ სეზონში 29 თამაშის მოგება მოახერხეს და აქამდე ასეთი მაღალი მაჩვენებელი 2004-2005 და 2005-2006 წლების სეზონში ჰქონდათ.
მეტიც, ახლა ანტონიო კონტეს გუნდს რეკორდის დამხობის შანსიც აქვს - „ჩელსი“ ბოლო ტურში, სახლში, უკვე გავარდნილ „სანდერლენდს“ ეთამაშება და წესით სარეკორდო, 30-ე თამაშის მოგება არ უნდა გაუჭირდეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლონდონურმა გუნდმა ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.