ლევან მჭედლიძის თავს ისეც ცუდი ამბავია - საქმე ისაა, რომ ქართველი ფორვარდი ვერ და ვერ ახერხებს ტრავმის საბოლოოდ მოშუშებას, რომელიც სამი კვირის წინ, „მილანთან“ შეხვედრისას მიიღო.
Empolichannel.it-ის ინფორმაციით, ლევანს მუხლი ისევ აწუხებს და მხოლოდ განცალკევებით, დარბაზში ახერხებს ვარჯიშს. ამავე წყაროს თუ დავეყრდნობით, გამორიცხულია, რომ მჭედლიძემ სერია A-ს 37-ე ტურში „ატალანტას“ წინააღმდეგ თამაში შეძლოს.
ამასობაში, სეზონის დასასრულიც კარსაა მომდგარი - კალჩოში მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი. „ემპოლის“ კი, საუკეთესო ბომბარდირის გარეშე ძალიან უჭირს და გასავრდნ ზონას და კერძოდ, „კროტონეს“ კინკილა ქულითაა დაშორებული.
ლევან მჭედლიძემ მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარში 6 გოლის გატანა შეძლო.