ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი ტრავმირებულია. ხორვატი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში, “რომასთან” დაპირისპირებისას მე-80 წუთზე დანიელე დე როსის შეეჯახა და ზურგის ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედნიდან მისი გაყვანა გახდა აუცილებელი.
30 წლის თავდამსხმელს ჯერჯერობით გამოკვლევები უტარდება და დეტალები ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ “რომამ” “იუვენტუსი” 3:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში “ბებერ ქალბატონთან” სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.