ფეხბურთი

17:12 | 15.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა: “მინდა მომავალი სეზონი უფრო წარმატებული იყოს”

კატალონიის “ბარსელონას” 33 წლის ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ Marca-ს განუცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა რა იქნება მომავალში ამაზე ჯერ არ დაფიქრებულა.

“მე არ ვფიქრობ ახალ კონტრაქტზე, ხელშეკრულების პირობებით 1 წელი კიდევ დამრჩა. აქ ბედნიერი ვარ და მინდა, რომ მომავალი სეზონი უფრო წარმატებული იყოს”, - თქვა ინიესტამ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტამ საფეხბურთო კარიერა 1994 წელს დაიწყო “ალბასეტეში”, სადაც ორი წელი თამაშობდა. შემდგომ 1996-2000 წლების სეზონი “ბარსელონას” ახალგაზრდულში გაატარა, საიდანაც “ბარსელონა ბ”-ში გადაინაცვლა. რაც შეეხება მთავარ გუნდს – 2002 წლიდან თამაშობს დღემდე. მიმდინარე სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11233