ფეხბურთი

15:19 | 15.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი: “არსენალი ჩემს გულშია, თუმცა დუბლი ფანტასტიკური იქნება”

ლონდონის “ჩელსის” ესპანელმა ნახევარმცველმა ჩესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ ინგლისის თასის ფინალში “არსენალთან” დაპირისპირება მისთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან 2003-2011 წლებში სწორედ “მეთოფეების” რიგებში თამაშობდა.

“ეს იქნება ემოციური მატჩი. “არსენალი” სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში, მაგრამ ეს ფეხბურთია. ჩვენ ჩვენი გუნდის ღირსებები უნდა დავიცვათ. განსაკუთრებით ახლა, რადგან დუბლის შესრულება შეგვიძლია. ეს იქნება ფანტასტიკური. რთული მატჩი გველის, თუმცა ჩვენ ნამდვილად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ”, -უთხრა Sky Sport-ს ფაბრეგასმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის თასის ფინალი 27 მაისს გაიმართება.

0.119953