ჭადრაკი

12:03 | 15.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას წარმატება შვედეთში

შვედეთის ქალაქ მალმიოში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი. ასპარეზობა წრიული სისტემით ერთ წრედ ჩატარდა. ტურნირის ექვს მონაწილეს შორის ქართველი სპორტსმენი ბაადურ ჯობავაც იმყოფებოდა, რომელმაც მასპინძელთა წარმომადგენელ ნილს გრანდელიუსთან ერთად 3.0-3.0 ქულა დააგროვა და 1-2 ადგილები გაიყო.

მხოლოდ ჯობავამ და გრანდელიუსმა შეძლეს ტურნირის დაუმარცხებლად ჩატარება (თითო მოგება, ოთხ-ოთხი ყაიმი). ბაადური პირველივე ტურიდან ლიდერობდა, გრანდელიუსი მას ბოლოსწინა, მეექვსე ტურში წამოეწია.

ბოლო ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

პაველ ელიანოვი (უკრაინა) - ნილს გრანდელიუსი(შვედეთი)0.5:0.5

ჰარიკა დრონოვალი(ინდოეთი) - ნაიჯელ შორტი (ინგლისი)0.5:0.5

ერიკ ბლომკვისტი ( შვედეთი) - ბაადურ ჯობავა(საქართველო)0.5:0.5

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1-2.ჯობავა, გრანდელიუსი 3.0-3.0

3-4. ელიანოვი, ბლომკვისტი 2.5-2.5

5-6. შორტი, დრონოვალი 2.0-2.0

0.146388