ფეხბურთი

2:38 | 15.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ლიდერებმა სტატუს-კვო შეინარჩუნეს, „ხიხონი“ - გავარდა

ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში გათამაშების ორივე ლიდერმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მათ შორის სტატუს-კვო კვლავ შენარჩუნდა.

„რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „სევილიას“ დაუხვდა და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის, სრულფასოვანი რევანში აიღო. მადრიდელებმა დაწინაურება შეხვედრის დებიუტშივე დაწინაურდნენ და ამის გაკეთება ცოტათი უცნაურად შეძლეს: მასპინძელებს საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათო ჯარიმა უნდა დაერტყათ, მაგრამ იმ დროს, როდესაც სერხიო რიკო ცოცხალი კედლის დაყენებას იწყებდა, ბურთს ნაჩო მივარდა, კარში დაარტყა და გოლი გაიტანა. „სევილიას“ მოთამაშეები უმალ უნდიანო მალენკოს მიცვივდნენ და გოლის გაუქმებას ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა ჩათვალა, რომ გოლი წესების დაცვით გავიდა და ჩათვალა. 23-ე წუთზე ახლო მანძილიდან კრიშტიანო რონალდუმაც შეაგდო და ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ნახევარი ანდალუსიელებისთვის კარგად დაიწყო და 49-ე წუთზე ეფექტური კომბინაცია სტევან იოვეტიჩმა უზუსტესი დარტყმით დააგვირგვინა. საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში იოვეტიჩმა „რეალის“ წინააღმდეგ მესამედ ითამაშა და ამდენივე გოლი გაუტანა. ამჯერად სტევანის გოლის წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, დარჩენილ დროში ჯერ რონალდუმ გაიფორმა დუბლი, ხოლო ბოლოსკენ ტონი კროოსმა ეფექტური დარტყმით შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.

ასეთივე ანგარიშით „ბარსელონამ“ გასვლაზე „ლას პალმასი“ დაამარცხა. კატალონიელებმა კანარელები ნეიმარის ჰეთ-თრიკით და ლუის სუარესის გოლით დაჯაბნეს, ხოლო მასპინძელთაგან პრესტიჟის ანგარიში ბიგასმა შეაგდო. „ბარსელონას“ და „რეალს“ თანაბარი 87-87 ქულა აქვთ, თუმცა „რეალს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 4 ქულის აღების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება.

„ხიხონმა“ ბურგუის გოლით სტუმრად „ეიბარს“ აჯობა, თუმცა ლა ლიგიდან მაინც გავარდა, რადგან „დეპორტივომ“ გასვლაზე „ვილიარეალთან“ ქულა მოიპოვა და ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგის გამო ლა ლიგა 2-ში დაქვეითდა.

„ვილიარეალის“ ბედად, ქულები დაკარგეს „ბილბაომ“ და „სოსიედადმა“ და ვალენსიურმა კლუბმა მე-5 ადგილი შეინარჩუნა. „ატლეტიკო“ გასვლაზე „ბეტისს“ დაუზავდა, „ვალენსიამ“ გაიას გოლით „ესპანიოლს“ მოუგო, ხოლო „ოსასუნამ“ შინ „გრანადას“ აჯობა და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა.

13 მაისი

ესპანიოლი - ვალენსია 0:1 (0:0)

გოლი: გაია (75)

ოსასუნა - გრანადა 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 მონდრაგონი (24), 1:1 ა.რამოსი (41), 2:1 კოდრო (75)

14 მაისი

ალავესი - სელტა 3:1 (3:0)

გოლები: 1:0 მ.გარსია (5), 2:0 ფედალი (18), 3:0 დეივერსონი (37), 3:1 ასპასი (78 პენ.)

ლას პალმასი - ბარსელონა 1:4 (0:2)

გოლები: 0:1, 1:3, 1:4 ნეიმარი (25; 67; 71), 0:2 ლ.სუარესი (27), 1:2 ბიგასი (63)

რეალი - სევილია 4:1 (2:0)

გოლები: 1:0 ნაჩო (10), 2:0, 3:1 რონალდუ (23; 78), 2:1 იოვეტიჩი (49), 4:1 კროოსი (84)

ბეტისი - ატლეტიკო 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 სებალიოსი (57), 1:1 სავიჩი (66)

ეიბარი - ხიხონი 0:1 (0:1)

გოლი: ბურგუი (32)

ბილბაო - ლეგანესი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ადურისი (14), 1:1 შიმანოვსკი (61)

სოსიედადი - მალაგა 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 პრიეტო (31 პენ.), 1:1 ლ.ერნანდესი (45), 1:2 რესიო (75), 2:2 ხონი (85)

ვილიარეალი - დეპორტივო 0:0

თეგებილა ლიგა
0.152334