კალათბურთი

11:10 | 15.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ რეგულარული 17 ქულით დაასრულა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო „სასკი ბასკონიამ“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ფუენლაბრადა“ 103:66 გაანადგურა.

ბასკთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა თორნიკე შენგელია, თუმცა ურიგოდ არ გარჯილა. ქართველმა კალათბურთელმა 25:58 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 17 ქულა, 6 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა - მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, 18-ს გაუტოლდა.

შენგელიამ ათიდან 6 ორქულიანი და შვიდიდან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა.

„ბასკონიამ“ რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში „გრან კანარიას“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის 20 მაისს ჩატარდება.

0.117478