ფეხბურთი

21:50 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

როტერდამის გმირი დირკ კუიტი: "ფეიენოორდი" ჰოლანდიის ჩემპიონია (+VIDEO)

ჰოლანდიის 2016-2017 წლების სეზონის ჩემპიონი „ფეიენოორდია“ - როტერდამულმა გუნდმა ერედივიზიონის ბოლო ტურში შინ „ჰერაკლესი“ 3:1 დაამარცხა და ამსტერდამის „აიაქსი“ ქულით ჩამოიტოვა. ჯოვანი ვან ბრონხორსტის გუნდმა ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა - ისტორიაში ეს მისი მეთხუთმეტე ტიტულია.

საერთოდ კი, აქამდე „ფეიენოორდს“ ჰოლანდიის ჩემპიონატი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, კერძოდ, 1998-1999 წლების სეზონში მოეგო.

საჩემპიონო თამაშს კი, ერთი გმირი ჰყავდა - „ფეიენოორდის“ ლეგენდა დრიკ კუიტი. ვეტერანმა შემტევმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა და როტერდამელებმაც „დე კუიპზე“ ჩემპიონის მედლები ჩაიბარეს.

შესაბამისად, „ფეიენოორდი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპსაც უბრუნდება. ბოლოს ეს გუნდი ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე 2002-2003 წლების სეზონში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.113205