ფეხბურთი

19:28 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტატანაშვილმა აუტსაიდერი არ დაინდო  

საჩხერის'"ჩიხურამ" სტუმრად 4:1 მოუგო ქობულეთის "შუქურას". სოსო ფრუიძის გუნდს ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა, რადგან ზედიზედ სამი მატჩი ჰქონდა წაგებული. ჰეთ-თრიქი შეასრულა დიმიტრი ტატანაშვილმა და 6 გოლი მოუგროვდა ამ სეზონში.

მეოთხე ბურთი მიხეილ სარდალიშვილმა შეაგდო, ქობულეთელთაგან კი კობა შალამბერიძემ მიითვალა პრესტიჟის გოლი.

"ჩიხურამ" მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, "შუქურა" კი კვლავაც მოგების გარეშეა და სამად-სამი ქულა აქვს.

შუქურა - ჩიხურა 1:4

შუქურა: სტურუა, ცეცხლაძე, მახარაძე (მალაზონია 83), კლეცკოვი, რუდნიცკი (კალანდაძე 46), საბაძე, ჭეჭელაშვილი (ჯეფინიო 46), კლიმიაშვილი, კუტალია, ს.გურული, შალამბერიძე

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, ჭელიძე (განუგრავა 46), კაკუბავა, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (მირცხულავა 82), კორიფაძე (თორნიკე გრიგალაშვილი 61), სარდალიშვილი, დეკანოიძე, ივანიშვილი, ტატანაშვილი

გოლები: 0:1, 0:2, 0:3 ტატანაშვილი (30, 35, 45+4), 0:4 სარდალიშვილი (58), 1:4 შალამბერიძე (66)

გაფრთხილება: გურული, ცეცხლაძე - კაკუბავა, კაშია

მსაჯი: კვირიკაშვილი

0.111747