ლისაბონის "ბენფიკამ" პორტუგალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში "ვიტორიუ გიმარაეში" 5:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა. "არწივების" მხრიდან გოლები ჟონასმა (დუბლი), ფრანკო სერვიმ, რაულ ხიმენესმა და პიციმ გაიტანეს.
"ბენფიკამ" 81 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან "პორტუს" 8 ქულით გაასწრო. მესამე ადგილზე ლისაბონის "სპორტინგია", რომელიც "დრაკონებს" 6 ქულით ჩამორჩება.
"ბენფიკა" პორტუგალიის ჩემპიონატის რეკორდსმენია, "არწივებმა" 36-ედ მოიგეს პრიმეირა ლიგა, ამ მაჩვენებელში მეორე პოზიციაზე "პორტუა" (27), ხოლო მესამეზე - "სპორტინგი" (18).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯერ თასიც არ აუწევით და უკვე ტელეფონებში აქვთ თავი ჩარგული... ელაპარაკე ეხლა ამათ
ბენფიკამ ამ წელსაც უტიტულოდ დატოვა იკერი, სამწუხაროდ. არადა მინდა პორტუგალიის ჩემპიონიც გახდეს. ამ წლის ბოლოს კი ეწურება კონტრაქტი, თუმცა გახანგრძლივება შეუძლია, თუ გამოთქვამს სურვილს. დიდი ალბათობით მაინც დარჩება და იმედია, გაისად მაინც მოიგებს პორტუ.