ფეხბურთი

10:56 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში 49 წლის შემდგომ...

იტალიის სერია A-ში 2017-2018 წლების სეზონში „სპალი“ ითამაშებს. თეთრ-ლურჯებმა სერია B-ს დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს ელიტარული ლიგის საგზური. აღსანიშნავია, რომ 41-ე ტურში „სპალი“ „ტერნანასთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ბედად, კონკურენტებმა, „ვერონამ“ და „ფროზინონემაც“ ვერ მოიგეს, რის შემდგომაც იგი სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა.

„სპალს“ 75 ქულა აქვს და ოთხი ქულით სჯაბნის „ფროზინონეს“, შესაბამისად, გაისად კალჩოს მთავარ ლიგაში მოუწევს ძალების მოსინჯვა. საგულისხმოა, რომ ეს კლუბი სერია A-ს 49 წლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.

„სპალის“ ლიდერები მირკო ანტენუჩი და სერჯო ფლოკარი არიან, რომელთაც თავის დროზე სხვადასხვა გუნდების რიგებში უთამაშიათ სერია A-ში. გარდა ამისა, ამ გუნდის კარს იცავს ალექს მერეტი, რომელსაც ბევრი აპენინზე ჯანლუიჯი ბუფონის მემკვიდრედ მიიჩნევს ტურინის „იუვენტუსში“.

0.118034