მოსკოვში (რუსეთი) მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა გრან პრის მეორე ეტაპზე მეორე ტურის პარტიები გათამაშდა.
ყოფილი ერთპიროვნული ლიდერი ჰოუ იფანი(ჩინეთი) ტურნირის რეიტინგ ფავორიტ მაქსიმ ვაშიე-ლაგრავს(საფრანგეთი) დაუზავდა და 1.5 ქულა დააგროვა. ასევე 1.5 ქულა აქვს მეორე ჩინელდიდოსტატ დინგ ლირენს, რომელმაც ერნესტო ინაკიევი დაამარცხა(რუსეთი). წინა ტურში ხელმოცარულმა იან ნეპომნიაშჩიმ (რუსეთი) კი ლუდვიგ ჰამერს(ნორვეგია) მოუგო. დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა.
ამრიგად, ორი ტურის შემდეგ ტურნირს 1.5-1.5 ქულით ჰოუ იფანი და დინგ ლირენი ლიდერობენ. 14 მოჭადრაკეს აქვს 1.0-1.0 ქულა. 0.5-0.5 ქულით 17-18 ადგილებს ინაკიევი და ჰამერი ინაწილებენ.
მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი:
ჰოუ იფანი-დინგ ლირენი
ვაშიე-ლაგრავი-გელფანდი
ტომაშევსკი - ნაკამურა
გირი - ვალეხო
მამედიაროვი - ადამსი
ჰარიკრიშნა-სვიდლერი
ნეპომნიაშჩი-სალემი
რაჯაბოვი -გრიშუკი
ინაკიევი - ჰამერი