ჭადრაკი

0:00 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები მოჭადრაკეების წარუმატებელი გამოსვლა ნახჩევანში

ნახჩევანში (აზერბაიჯანი) დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც 47 სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის ორი ქართველი მოჭადრაკე ირაკლი ბერაძე და ნოე თუთისანი იმყოფებოდა. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად ჩატარდა.

სამწუხაროდ, ქართველი მოჭადრაკეები ცუდად გამოვიდნენ, რომლებიც რომელიმე სინჯის მედალზე რომ აღარაფერი ვთქვათ პირველ ათეულშიც კი ვერ მოხვდნენ.

ბერაძემ 5.0 ქულა დააგროვა და მე-18 იყო, ხოლო თუთისანმა 4.5 ქულით 22-ე ადგილი დაიკავა.

პირველი ადგილი და მთავარი პრიზი უკრაინელ ვალერი გრინევს ერგო, რომელმაც 7.0 ქულა დააგროვა. გამარჯვებულს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და შესაბამისად მე-2-მე-3 ადგულები ვადიმ მალახატოვმა (გელგია) და მისრატდინ ისკანდაროვმა (აზერბაიჯანი) დაიკავეს.

0.114013