ჭადრაკი

23:00 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა

დასასრულს მიუახლოვდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც შვედეთის ქალაქი მალმიო მასპინძლობს.

ტურნირის ექვს მონაწილეს შორის იმყოფება საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა, რომელიც ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერია.

ბოლოსწინა, მეოთხე ტურში, ჯობავა ტურნირის მონაწილე ერთადერთ ქალბატონ ჰარიკა დრონოვალს (ინდოეთი) დაუზავდა და ლიდერობა შეინარჩუნა. რაც შეეხება მეორე ლიდერ ერიკ ბლომკვისტს (შვედეთი) იგი თანამემამულე ნილს გრანდელიუსთან დამარცხდა და ლიდერობა მას გადაულოცა.

ამრიგად, ოთხი ტურის შემდეგ შვედეთში ისევ ორხელისუფლებიანობაა. ამჯერად ჯობავას მასპინძელთა მეორე წარმომადგენელი გრანდელიუსი შეუამხანაგდა და 2.5-2.5 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.

მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ნილს გრანდელიუსი (შვედეთი)-ერიკ ბლომკვისტი(შვედეთი) 1:0

ბაადურჯობავა(საქართველო)- ჰარიკა დრონოვალი(ინდოეთი)0.5:0.5

ნაიჯელ შორტი (ინგლისი ) - პაველ ელიანოვი (უკრაინა ) 0:1

სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ:

1-2.ჯობავა, გრანდელიუსი 2.5-2.5

3-4. ელიანოვი, ბლომკვისტი 2.0-2.0

5-6. შორტი, დრონოვალი 1.5-1.5

მეხუთე ტურის შეხვედრათა განრიგი:

ელიანოვი - გრანდელიუსი

დრონოვალი-შორტი

ბლომკვისტი-ჯობავა

0.122584