საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს საერთაშორისო დიდოსტატი, გუნდის კაპიტანი დავით ჯოჯუა უხელმძღვანელებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს თავად ჯოჯუამ განუცხადა.
,,მინიმუმ მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატისათვის ნაკრებს მე მოვამზადებ და კაპიტანიც მე ვიქნები’’ - გვითხრა ჯოჯუამ
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც ეს ტიტული ჩინეთში მოიპოვა. წლევანდელი ტურნირი კი 16-28 ივნისს ხანტი-მანსიისკში (რუსეთი) ჩატარდება.