ფეხბურთი

19:45 | 13.05.2017 | ნანახია 983 - ჯერ

კაპანაძის მაკრატელა  

გაიმართა ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის პირველი მატჩი. ქუთაისის "ტორპედომ" ქობულეთის "ჩელე არენაზე" 3:0 მოუგო ფოთის "კოლხეთს", რომელსაც სათადარიგოებში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ჰყავდა. ეს დისკვალიფიკაციებისა და ტრავმების გამო. განსაკუთრებით დააკლდა გუნდს ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი.

გუნდი რომ 12 ფეხბურთელით გამოცხადდება, რომელ შედეგზეა საუბარი? "ტორპედოს" გატანილი გოლებიდან კი ერთი განსაკუთრებული იყო - დავით ხურცილავამ ჩააწოდა და თორნიკე კაპანაძემ ისეთი მაკრატელა მიაყოლა, ნებისმიერი ვარსკვლავი მოაწერდა ხელს. ძალიან ჰგავდა მექსიკელი მანუელ ნეგრეტეს გოლს, 1986 წლის მუნდიალზე რომ გავიდა.

კაპანაძემ პირველ ტაიმში მეორე გოლიც შეაგდო. მეორე ნახევარში კი გიორგი კუხიანიძემ დაარტყა და ბურთი ვარლამ კილასონიას ფეხიდან შევარდა კარში.

"ტორპედო", ჯერჯერობით, მეორე ადგილზეა, ხოლო ფოთელები ბოლოდან მეორეზე არიან.

კოლხეთი (ფოთი) - ტორპედო (ქუთაისი) 0:3 (0:2)

კოლხეთი: სიკაჩი, გ.კილასონია, კერძევაძე, ვ.კილასონია, კაკულია, ლუკავა, ბოლქვაძე, ჯანელიძე, დაფე, კორობკა, ბუხაიძე

ტორპედო: რ.კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გ.გურული, ქიმაძე, ხურცილავა, მამასახლისი, გიგაური, გ.კუხიანიძე (ფურცხვანიძე 65), დოლიძე (საღრიშვილი 58), კაპანაძე (ს.კუხიანიძე 82)

გოლები: 0:1 კაპანაძე (28), 0:2 კაპანაძე (44), 0:3 ვ.კილასონია (53 საკ.კარში)

გაფრთხილება: დაფე

მსაჯი: ხარიტონაშვილი

14 მაისს გაიმართება

13:30. თბილისი. მიხეილ მესხი2. ლოკომოტივი-საბურთალო

15:30. ქობულეთი. ჩელე არენა. შუქურა-ჩიხურა

15:30. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. სამტრედია-დინამო (ბათუმი)

17:30. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. დილა-დინამო (თბილისი)L


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:44 | 28.02.2014
იკა..იუვე..10 (4132)

ბარსა, რომა, მილანი, აიაქსი და ეხლა ლივერპულს მოუნდა..
აი მართლა ვერ ვხვდები ვინ აგიპნოზებს ამ გუნდებს რატომ უნდათ კრკიჩის დამატება
რეალურად ზალიან დაბალი დონის ფეხბურტელია, მე ლიჩნად ტალანტით ჭანტურია მირჩევნია თან გაცილებით, დავიჯერო ესპანელი როა იმიტო იგიჟებენ თავს გუნდებიი

15:04 | 28.02.2014
nufiko (489)

კარგი მენეჯერი ყავს, რომელიც არწმუნებს კლუბებს რომ გამოადგებათ..

13:12 | 28.02.2014
სავაშა_ (2491)

არადა კარიერა რა კარგად დაიწყო ...

13:09 | 28.02.2014
სავაშა_ (2491)

სურათს რომ შევხედე ის ანეკდოტი გამახსენდა. "ია... ენძელა!"

12:48 | 28.02.2014
dinamo11 (1009)

აუ კარგი რა ლივერ აიქსში არის ეს ბიჭი სრულიად უსარგებლო და პრემიერლიგაში რაღა უნდა ქნას...

12:48 | 28.02.2014
geomadridista (2311)

არაა ეს ბარსას ლეგენდაა ბარსაში უნდა დაასრულოს კარიერა)

12:31 | 28.02.2014
მადრიდისტა (17021)

აიაქსი ხო ააშენა ახლა ლივერპულის ჯერია

12:28 | 28.02.2014
ბარსა La Albiceleste (5560)

გვიჩუქნიაააა )))0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062905
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
983