ფეხბურთი

17:30 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე გომეში კატალონიაში რჩება

კატალონიური “ბარსელონას” სპორტული დირექტორი უარყოფს Sport.es-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ანდრე გომეში კლუბს ტოვებდეს. მეტიც, მას ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ გომეშის ბედი 2018 წლის ზაფხულში გადაწყდება.

პორტუგალიელი ნახევარმცველი “ბარსელონას” გასულ ზაფხულს შეუერთდა - “ვალენსიიდან” 35 მილიონ ევროდ შეიძინეს.

ანდრე გომეშმა მიმდინარე სეზონში 28 თამაში ჩაატარა, რომელთაგან მხოლოდ 6-ში ითამაშა სრულად. მის ანგარიშზე 3 გატანილი გოლი და 3 ყვითელი ბარათია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110979