ჭადრაკი

23:33 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორხელისუფლებიანობა შვედეთში

შვედეთის ქალაქ მალმიოში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე მესამე ტურის პარტიები გათამაშდა. აპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ ბაადურ ჯობავასა და ტურნირის რეიტინგის ფავორიტ პაველ ელიანოვის (უკრაინა) შეხვედრა ყაიმით დასრულდა.

ლიდერის ყაიმით ისარგებლა მასპინძელთა წარმომადგენელმა ერიკ ბრომკვისტმა, რომელმაც ასპარეზობის მონაწილე ერთადერთ ქალბატონ ჰარიკა დრონოვალს (ინდოეთი) მოუგო და ლიდერობაში ჯობავას შეუამხანაგდა. ამრიგად, შვედეთში სამი ტურის შემდეგ ორხელისუფლებიანობაა.

ბოლოსწინა, მეოთხე ტურში ჯობავას მეტოქე დრონოვალი იქნება.

მესამე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ნაიჯელ შორტი (ინგლისი) - ნილს გრანდელიუსი(შვედეთი) 0.5:0.5

პაველ ელიანოვი (უკრაინა) - ბაადურ ჯობავა (საქართველო) 0.5:0.5

ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი)-ერიკ ბლომკვისტი(შვედეთი) 0:1

სატურნირო მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ:

1-2.ჯობავა, ბლომკვისტი 2.0-2.0 ქულა

3-4. შორტი, გრანდელიუსი1.5-1.5

5-6.დრონოვალი, ელიანოვი 1.0-1.0

მეოთხე ტურის შეხვედრათა განრიგი:

გრანდელიუსი-ბრომკვისტი

ჯობავა - დრონოვალი

შორტი - ელიანოვი

0.130866