ლონდონის „ტოტენჰემის“ თავკაცი მაურისიო პოჩეტინო ინგლისის პრემიერლიგაში აპრილის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. „მამლების“ დამრიგებელს მიმდინარე სეზონში პირველად ერგო ზემოხსენებული ჯილდო.
აპრილში „ტოტენჰემმა“ 6 შეხვედრა მოიგო, 16 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ პოჩეტინო გამოარჩიეს.
არგენტინელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტეს, ჟოზე მოურინიოს, მარკო სილვასა და კრეიგ შექსპირის კონკურენციაში გაიმარჯვა.